მელაკუდა მასწავლებლის ბლოგი
Friday, October 31, 2025
Sunday, August 13, 2023
ინოვაციური მეთოდები სწავლების პროცესში
ნებისმიერი მასწავლებლისთვის უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს გამუდმებით შეინარჩუნოს მოსწავლის ყურადღება და ინტერესის საგნისადმნი. ამისათვის კი საჭიროა სხვადასხვა საინტერესო მეთოდის გამოყენება, კრეატიული სწავლების მეთოდების მაქსიმალურად გამოყენება. მოსწავლეთა იდეების და თავისუფალი აზროვნების წახალისება:
🔷აუდიო-ვიზუალური ინსტრუმენტები- საგაკვეთილო პროცესში გამოიყენეთ სხვასხვა აუდიო-ვიზუალური რესურსები. საკითხავ ტექსტების მიუსადაგეთ სხვადასვა სურათები, მოკლე ვიდეოები თუ ფილმები. მაგალითად ანა ფრანკის დღიურის სწავლებისას შეიძლება აჩვენოთ დოკუმენტური ფილმი და ასევე ისტორიასთანაც გაავლოთ კავშირი.გამოიყენეთ ინფოგრაფიკები, ცხრილები და დიაგრამები როგორც აზროვნების გზამკვლევი. ისტორიული თემების შესწავლისას შეიძლება გამოიყენოთ საჯარო ლექციების ვიდეო-ჩანაწერები აღნიშნულ საკითხთან შესაბამისობაში.
🔶real-world learning : ახსნილი მასალა შეუსაბამეთ ცხოვრებისეულ მაგალითებს. ასე უფრო მარტივი იქნება მოსწავლისათვის საკითხის არსის გააზრება და დამახსოვრება. გარდა ამისა, ის დაინახავს საგნის საჭიროებას და არ ექნება აცდენა რეალურ ცხოვრებასა და თეორიულ ცოდნას შორის.
🔲 ბრეინშტორმი-ყოველთვის დაუთმეთ დრო ბრეინშტორმს.ეს არის იდეალური გზა კრეატიული აზროვნების გასავითარებლად.როდესაც ერთი საკითხის განსახილველად თქვენ გაქვთ უამრავი მოსწავლის გონება, რა თქმა უნდა მათ გააჩნიათ სხვადასხვა გზა ამ საკითხის გადასაჭრელად და დისკუსიაც წარიმართება.ასეთი სესიები სასარგებლოა საკლასო წესების შესამუშავებლად ან კარგსა და ცუდს შორის არჩევანის გასაკეთებლად. შეიძლება გამოიყენოთ ბრეინშოტრმის მეთოდი წყვილებშიც.
🔷 ჩაატარეთ გაკვეთილები საკლასო ოთახის გარეთ:არსებობს საგნები რომლის რამდენიმე გაკვეთილის ჩატარებაც სასურველია საკლასო ოთახის გარეთ: ამისათვის აუცილებელია გადაწყვიტოთ სივრცე სადაც ჩაატარებთ გაკვეთილს და შეარჩიოთ ადეკვატური თემატიკა.გაითვალისწინეთ, რომ ამ სივრცეში მარტივად უნდა აკონტროლეთ მოსწავეთა უსაფრთხოება
🔶 როლური თამაშები: სწავლება როლური თამაშების დახმარებით არის იდეალური საშალება მოსწავლეები გამოიყვანოთ კომფორტის ზონებიდან და განუვითაროთ ინტერპერსონალური უნარ-ჩვევები. ეს მეთოდი განსაკუთრებით დაგეხმარებათ ბულინგის შესაჩერებლად და ემპათიის გასავითარებლად.
სწავლების სტრატეგიები კრეატიული მასწავლებლებისათვის
შეიძლება კრეატიული კლასის მასწავლებლობა არ მოგემადლოთ მარტივად, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ თავად შექმნათ კრეატიული და მრავალფეროვანი გარემო თქვენი საკუთარი მოსწავლეებისათვის. თითოეულ თქვენგანს აქვს კრეატივის საჭირო დონე. იყო მასწავლებელი უკვე ნიშნავს რომ შემოქმედებითი და კარგი წარმოასახვის უნარის მქონე პიროვნება ბრძანდებით. ამისათვის თქვენ გჭირდებათ ყოველთვის იფიქროთ წარსულისგან გასხვავებულად, უფრო აქტიურად იმუშაოთ თქვენს კოლეგებთან ერთად და საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვაში შეიძლება თქვენი მოსწავლეებისა თუ სტუდენტების ხრიკებიც კი გამოიყენოთ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია აუცილებლად უნდა იცოდეთ თქვენი აუდიტორიის ხასიათი და თვისებები: რა მოსწონთ,რა ახალისებთ,რა არის მათთვის პოპულარული და ა.შ. ამის შემდეგ არ უნდა გაგიჭირდეთ რისკიანი ნაბიჯების გადადგმა კრეატიული გაკვეთილის დასაგეგმად. (რა თქმა უნდა, არ იგულისხმება, სიცოცხლისათვის რისკის შემცველი ნაბიჯები). თქვენი თვალსაწიერი უნდა იყოს მაქსიმალურად ფართო, უნდა იფიქროთ ახალ ინოვაციურ იდეებზე, ან ძველი იდეების ახლებურ/განსხვავებულ ვერსიებზე. ჩვენ შემოგთავაზებთ სწავლების სტრატეგიებს,რომლებიც დაგეხმარებათ კრეატიული საკლასო სივრცის შექმნაში:
1️⃣ ერთი თემის სწავლებისას გამოიყენეთ სხვადასხვა სასწავლო მეთოდი: კრეატიული მასწავლებლები საკუთარ მოსწავლეებთან ყოველთვის იყენებენ ახსნისა თუ სწავლების მრავალგვარ მეთოდს, რადგან ასე უფრო ადვილია დააკმაყოფილოთ მოსწავლეთა ინდივიდუალური თავისებურებები. აქ განსაკუთრების საჭიროა ჰოვარდ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორია. ეს თეორია კარგად გვაჩვენებს თუ როგორც შეიძლება ავხსნათ ერთი საკითხი სხვადასხვა გზებით. მაგალითად, ქართულ ენაში ‘წარსული დროის’ ასახსნელად შეიძლება გამოიყენოთ როგორც ვიზუალური,კინესთეტიკური თუ ლინგვისტური მეთოდები. ხანდახან მასწავლებლები მოსწავლეებს აძლევენ არჩევანის საშუალებას და გადაწყვეტილებას მოსწავლეებისათვის სასურველ მეთოდზე აჩერებენ.
2️⃣ აუცილებლად უნდა გაგაჩნდეთ სწავლების პროცესისადმი სიყვარული და თავადაც უწყვეტი განათლების მიმდევარი იყოთ: თქვენ ყოველთვის უნდა ეცნობოდეთ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეებს და აქტიურად მუშაობდეთ საკუთარ უნარ-ჩვევებზე.ეს ყველაფერი გაამარტივებს თქვენს შრომას და მოსწავლეებსაც დაეხმარება ახალი ცოდნის ათვისებაში.
3️⃣ იყავით კრეატიულები სხვა სფეროებშიც: კრეატიული მასწავლებლები კრეატიულები არიან როგორც საკლასო ოთახში, ასევე საკლასო ოთახის გარეთ.მათ გააჩნიათ უამრავი ჰობი და ინტერესი. მაგალითად: მასწავლებელი რომელიც კარგი კულინარია, იდეალურად შეიძლება გამოიყენოს კულინარიული გამოცდილება ჯანსაღი კვების მნიშვნელობის ასახსნელად. მასწავლებელი რომელიც კარგად ხატავს შეუძლია სურათ-ხატების საშუალებით იდეალურად შეასწავლოს ახალი სიტყვები საკუთარ მოსწავლეებს. ხშირად მასწავლებლები დროის უქონლობას უჩივიან საკუთარი შვილების საჭიროებების გამო,მაგრამ თქვენ იდეალურად შეგიძლიათ თქვენს შვილებთან მიღებული გამოცდილება მოსწავლეებთანაც გამოიყენოთ. და ბავშვთა გასართობ ცენტრში სათამაშო მანქანის სვლის სისწრაფე მათემატიკის ამოცანების უკეთ ასახსნელად გამოიყენოთ.
4️⃣ არ დაკარგოთ კავშირი მოსაწვლის რეალურ ცხოვრებასთან: აუცილებლად დაუკავშირეთ მოსწავლეთა თეორიული ცოდნა პრაქტიკულ,რეალურ მაგალითებს.მოსწავლე ყოველთვის უნდა ხედავდეს თუ რა კავშირშია შესწავლილი მასალა მის რეალურ ცხოვრებასთან. მაგალითად, პითაგორას თეორემის სწავლების შემდეგ მოსწავლემ მისი საკუთარი ოთახის კუთხის გაზომვა უნდა შეძლო ამ თეორიის გამოყენებით.
5️⃣ ისინი ითვალისწინებენ სტანდარტებს და ცდილობენ კრეატიული გზების პოვნას ამ სტანდარტების დასაკამაყოფილებლად: თქვენ ყოველთვის პოზიტიური და კარგი გამოსავალი უნდა მოძებნოთ ნებისმიერი სიტუაციიდან. თქვენთვის სტანდარტი არის გიდი, რომელიც გეხმარებათ შექმნათ ახალ-ახალი გზები მოსწავლეებისთვის სწავლის პროცესის გასამარტივებლად. არასოდეს არ უნდა დაგსტრესოთ სტანდარტმა და კურიკულუმმა. პირიქით, ეს არის ერთგვარი გზამკვლევი,რომელიც სწავლების პროცესს ერთ მთლიან სახეს აძლევს.
Tuesday, December 20, 2022
მასწავლებლის პროფესიული გადაწვა
პანდემიის თანმდევმა გამოწვევებმა და მუდმივმა სიახლეებმა მნიშვნელოვნად გაზარდა მასწავლებლის დატვირთვა და თანდათან უფრო შესამჩნევი გახდა პროფესიული გადაწვის სიმპტომები.
ფართოდ გავრცელებული განმარტების მიხედვით, პროფესიული გადაწვა არის ქრონიკული, ნეგატიური, სამსახურთან დაკავშირებული განწყობა ინდივიდებში, რაც ხასიათდება გამოფიტვით, თან ახლავს სტრესი, შემცირებული ეფექტურობის გრძნობა, შემცირებული მოტივაცია და სამსახურში დისფუნქციური დამოკიდებულებისა და ქცევის განვითარება.
მრავალი მიზეზი შეიძლება დასახელდეს პროფესიული გადაწვის გამომწვევად.
მათ შორისაა:
- არარეალისტურად მაღალი მოლოდინები დასაქმებულის მიმართ. შესაძლოა, თავად დასაქმებულს ჰქონდეს არარეალისტური მოლოდინები სამსახურის მიმართ და გამუდმებით ისწრაფვოდეს სრულყოფილებისკენ;
- გაჭიანურებული პროცედურები, ზედმეტი ბიუროკრატია და შემაფერხებელი ფაქტორების სიმრავლე კომფორტულად მუშაობის პროცესში;
- დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად არასაკმარისი რესურსები;
- თანამშრომლები, რომლებიც არ გამოირჩევიან კოლეგიალური დამოკიდებულებით და ხშირად არიან განწყობილი ნეგატიურად;
- წარმატების მიღწევის შემდეგ პოზიტიური უკუკავშირის არარსებობა.
დროთა განმავლობაში, ეს მიზეზები მძაფრდება და ვლინდება პროფესიული გადაწვის სიმპტომები:
♦ გრძნობთ, რომ ამოწურეთ თქვენი რესურსი და მარტივად ღიზიანდებით. სამუშაო დღის შემდეგ დაღლილობის შეგრძნება ნორმალურია, მაგრამ როდესაც სკოლაში წასვლამდეც თავს უკვე დაღლილად გრძნობთ და ებრძვით უძილობას, ეს გადაწვის ერთ-ერთი სიმპტომია.
♦ ხშირად გავიწყდებათ საჭირო ინფორმაცია და გიჭირთ კონცენტრაცია: უკვე პრობლემური ხდება ისეთი საკითხების შესრულება, რაც ადრე ნორმალური სირთულის იყო. უძილობა კიდევ უფრო ამძაფრებს ამ პრობლემას.
♦ განიცდით უმადობას და წონის პრობლემებს: შესაძლოა, შეამჩნიოთ წონის მნიშვნელოვანი კლება და ჯანმრთელობის გაუარესება. თავს იჩენს დეპრესია და შფოთვა. თანდათან დისტანცირდებით სხვებისგან, ხართ იზოლირებული და აღარ განიხილავთ თავს ჯგუფის წევრად. შეიძლება გამოხატოთ ცინიკური დამოკიდებულება როგორც სამუშაო გარემოს, ასევე მოსწავლეების მიმართ.
♦ გიქვეითდებათ თვითშეფასება, ფიქრობთ, რომ წარუმატებელი ხართ და არაკომპეტენტური. მიგაჩნიათ, რომ თქვენ მიერ გაკეთებული საქმე ყოველთვის დაბალხარისხიანია, სხვის მიერ გაკეთებულთან შედარებით, ამიტომ აზრს კარგავს მუშაობის პროცესი.
შედეგები კი საკმაოდ სავალალოა. პირველ რიგში, მასწავლებელი ხდება არაპროდუქტიული, მისი ეფექტიანობა და შედეგები საშუალოზე დაბალი მაჩვენებლით ხასიათდება; თითქმის აღარ ეხმარება კოლეგებს და აღარც ზრუნვით გამოირჩევა; უძლიერდება სურვილი, დატოვოს სამსახური, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უყვარს იგი; უქრება მოტივაცია და შესაძლოა, მისი აპათია გადამდებიც აღმოჩნდეს. ამას თან ერთვის ჯანმრთელობის პრობლემები და კონფლიქტური სიტუაციების გახშირება. საბოლოოდ კი, ეს ყველაფერი საზიანოა როგორც პიროვნებისთვის, ასევე ორგანიზაციისთვის.
როგორ შეიძლება ავირიდოთ პროფესიული გადაწვა?
ამისათვის საჭიროა:
♦ ყოველთვის გქონდეთ აქტივობა, რომელიც დაგეხმარებათ განცალკევდეთ ყოველდღიური ყოფისგან, მაგალითად ჰობი, მედიტაცია, იოგა;
♦ გააძლიერეთ პიროვნული და პროფესიული მზარდაჭერის სისტემა: აუცილებლად გაატარეთ დრო ოჯახის წევრებთან; კოლეგებსა თუ უფროსებთან ღიად და დიპლომატიურად იმსჯელეთ თქვენს სამსახურებრივ ბარიერებზე; სთხოვეთ დახმარება საჭიროების შემთხვევაში, აუხსენით თუ როგორ გაფერხებთ ესა თუ ის სირთულე;
♦ ისწავლეთ უარის თქმა; ნუ დაავალებთ საკუთარ თავს იმაზე მეტ საქმეს, ვიდრე შესრულება შეგიძლიათ, ეს, საბოლოოდ, თქვენს ჯანმრთელობაზე აისახება ცუდად; იკვებეთ ჯანსაღად; ივარჯიშეთ;
♦ არ დაელოდოთ დედლაინებს, ეცადეთ, წვრილმანი თუ სერიოზული საქმეები მოაგვაროთ მყისვე, რადგან დედლაინის ლოდინი გვძაბავს და ხელს გვიშლის განტვირთვაში;
♦ შეაფასეთ საკუთარი თავი ხშირად, დაუკვირდით და საწყის ეტაპზევე აღმოაჩინეთ პროფესიული გადაწვის ნიშნები.
გისურვებთ კეთილდღეობას!
გამოყენებული ლიტერატურა:
- EDUCATOR BURNOUT: SOURCES AND CONSEQUENCES, Richard l. Schwab, Susan E. Jackson, 1986
- მასწავლებელთა პროფესიული „გადაწვის“ ზოგიერთი პიროვნული და სოციალური ასპექტი. მაია ბიწაძე, 2013
Wednesday, December 8, 2021
Tuesday, September 7, 2021
ონლაინრესურსები ინგლისურ ენაში
Prezi - თანამედროვე, მარტივად აღქმადი პრეზენტაციებისთვის საკმაოდ კარგი რესურსია. პრეზენტაციის კომპიუტერში ჩამოტვირთვა ფასიანია, მაგრამ შეგიძლიათ, პრეზენტაცია ონლაინ წარადგინოთ ბმულის საშუალებით.
Sunday, January 3, 2021
მასწავლებლური ახალი წელი
და აი, გვესტუმრა 2021 წელი.
დასრულდა ჭირ-ვარამით სავსე 2020 და იმედს არ ვკარგავთ, რომ ახალი წელი სიკეთით სავსე იქნება.
ექიმების ჯაფას ვერ მივედარები. ის კი უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან რთული იყო 2020 წელი. ფაქტობრივად, წუთიც არ გვქონდა თავისუფალი.
მთელი წლის განმავლობაში იმდენად მივეჩვიეთ ამოუსუნთქავად მუშაობას, რომ ახალ წელს, მზიან იანვარში, თბილ ოჯახში ვზივარ და ვკითხულობ ანიტა ვულფოლკის წიგნს „განათლების ფსიქოლოგიის“ შესახებ.
არ ვამბობ, რომ საუკეთესო მასწავლებელი ვარ. მე ვამბობ, რომ პანდემიამ იმდენად ბევრი გამოწვევა გაგვიჩვინა, რო ძველი ცოდნა აღარ არის საკმარისი მათთან გასამკლავებლად. საჭიროა ახალი, მრავალფეროვანი ცოდნით აღჭურვა და გამოცდილების გაზიარება.
საბედნიეროდ, ინგლისური ბრწყინვალედ ვიცი და ნაწილობრივ კიდევ სხვა რამდენიმე ენაც. ამიტომ შემიძლია, თავისუფლად გავეცნო უცხოელების გამოცდილებასაც.
18 იანვრამდე, მეორე სემესტრის დაწყებამდე, დრო ცოტაა, მაგრამ პასუხისმგებლობა დიდია.
ზუსტად ამიტომ, ახალ წელს ვზივარ და გიზიარებთ ჩემს საფიქრალს.
დღეს დილით ერთ-ერთ მულტფილმი გადიოდა ტელევიზორში (მულტფილმის სახელია The Emoji Movie), ემოჯების შესახებ იყო. ხომ იცით ემოჯი 😎😊😉😍 და მულტფილმში თქვეს, რომ ჯერ კიდევ იეროგლიფების დახმარებით გამოხატავდნენ სათქმელს ნახატის დახმარებით. ფაქტობრივად, იეროგლიფები ემოჯის წინაპარია. იქვე, ბავშვებს ავარჯიშებდნენ, გამოეხატათ საკუთარი ემოციები, გუნება-განწყობა ემოჯების დახმარებით.
და ჩემმა გონებამ, ნაცვლად იმისა რომ ცხელი ყავის სმით დამტკბარიყო (მასწავლებლებისთვის ცხელი ყავა იშვიათი ფუფუნებაა, სკოლაში სულ გვიცივდება ხოლმე) მომაწოდა იდეა, რომ ეს მეთოდი ჩემს კლასში დამენერგა. შესაბამისად, დავიწყე ფიქრი, მოვახდინე სასურველი რეალობის ვიზუალიზაცია ჩემს გონებაში და მრავალმხრივ განვავრცე ჩემი იდეა.
ყავა კვლავ გამიცივდა 😂
მოკლედ, ასე გამოიყურება მასწავლებლური ახალი წელი, რომელიც დაუღალავად ცდილობს გაუმკლავდეს არსებულ გამოწვევებს, იმიტომ რომ ბავშვების განათლება დიდი პასუხისმგებლობაა და ეს პასუხისმგებლობა ხშირად ჩრდილავს ახალ წელს.
ბედნიერ, წარმატებულ და სიხარულით სავსე 2021 წელს გისურვებთ! ყოველთვის დაგფასებოდეთ თქვენი შრომა და ღვაწლი <3 ჯანმრთელობა და მხნეობა არ მოგკლებოდეთ <3
![]() |
| Art by Evgenia Chistotina |
Saturday, January 2, 2021
აზროვნების ექვსი ქუდი
-
❓გაქვთ იდეები პრობლემის გადასაჭრელად და გიჭირთ მათი ორგანიზება? ❓გსურთ, თქვენს იდეებს კრიტიკულად შეხედოთ და მეგობრებთან ერთად მოიფიქროთ გამ...
-
და აი, გვესტუმრა 2021 წელი. დასრულდა ჭირ-ვარამით სავსე 2020 და იმედს არ ვკარგავთ, რომ ახალი წელი სიკეთით სავსე იქნება. ექიმების ჯაფას ვერ ...









