Monday, March 4, 2019

პროექტი: ერთიანობა მრავალფეროვნებაშია

სოფელი ქვემო არქევანი განცალკევებით და მინიციპალიტეტისგან შორს მდებარეობს. დასახლებულია აზერბაიჯანულენოვანი მაცხოვრებლებით და სახელმწიფო ენის ცოდნის დონეც საკმაოდ დაბალია. ევროკავშირის შესახებ პროექტის წამოწყების აუცილებლობა გამოჩნდა ერთ-ერთი შიდა სასკოლო ტესტირების შემდეგ, რომლის შედეგადაც აღმოჩნდა,რომე ვროკავშორის დროშა სკოლის ვერც ერთმა მოსწავლემ სწორად ვერ ამოიცნო. ამას მოჰყვა უფრო დეტალური ტესტი მოსწავლეთა ცოდნის შესამოწმებლად, თუმცა აღმოჩნდა პროექტში ჩართული ყველა მოსწავლე ფიქრობს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრია და მის შემადგენლობაში 12 ქვეყანაა, არც ვიზალიბერალიზაციის შესახებ გააჩნდათ არანაირი ინფორმაცია. პროექტის სახელწოდების იდეა სწორედ საქართველოს ეთნიკური თუ რელიგიური მრავალფეროვნებიდან მომდინარეობს, მსგავსად ევროკავშირის და მიზნად ისახავს, ევროკავშირის გაცნობას, ცნობიერების ამაღლებას, ევროინტეგრაციის პროცესს და საქართველოს დაახლოებას ევროკავშირთან. პროექტი გრძელდება 4 თვის განმავლობაში და დაიწყო 15 იანვარს.

No comments:

Post a Comment

ინოვაციური მეთოდები სწავლების პროცესში

 ნებისმიერი მასწავლებლისთვის უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს გამუდმებით შეინარჩუნოს მოსწავლის ყურადღება და ინტერესის საგნისადმნი. ამისათვის კი...