Tuesday, June 18, 2019

ჩემ შესახებ

გამარჯობა.

კეთილი იყოს შენი მობრძანება მელაკუდა მასწავლებლის სამყაროში.

მე ლაურა გოტიაშვილი ვარ. მეგობრებისთვის - მარიტა. <3

ვმუშაობ პატარა აზერბაიჯანულენოვან  სოფელ ქვემო არქევანის საჯარო სკოლაში ქართული ენის მასწავლებლად.
ძალიან მიყვარს ბავშვები და ყოველთვის ვცდილობ, სწავლის პროცესი უფრო მხიარული და საინტერესო გავხადო.
ვატარებ ტრენინგებს სამოქალაქო აქტივიზმის შესახებ, სტერეოტიპების წინააღმდეგ და ა.შ.

გარდა ამისა, ვარ ცნობისმოყვარე და ხანდახან უცნაური მოსწავლე. ვთვლი, რომ უწყვეტი განათლება ჩემი ჰაერია.

მიყვარს ფოტოგრაფია, ფსიქოლოგია, ანიმეები და რაფაელო.

მყავს დედა, ძმა, ნათესავები, მეგობრები და მეტიჩარა კატა.

No comments:

Post a Comment

ინოვაციური მეთოდები სწავლების პროცესში

 ნებისმიერი მასწავლებლისთვის უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს გამუდმებით შეინარჩუნოს მოსწავლის ყურადღება და ინტერესის საგნისადმნი. ამისათვის კი...