Wednesday, June 19, 2019

სკოლის სტამბა

პროექტი დაიწყო 2017 წლის იანვრიდან და ხორციელდება ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო არქევანში. იდეის მთავარ მიზანს წარმოდგენს სასკოლო სტამბის დაარსება აღნიშნული სოფლის სკოლაში წიგნიერების დონის ასამაღლებლად.
პროექტმა გამოიწვია მნიშვნელოვანი ცვლილებები როგორც მოსწავლეებში, ასევე მასწავლებლებში. კერძოდ, მოსწავლეებმა ისწავლეს საკუთარე ხელით საოფისე პროგრამები, რედაქტირება, ბეჭდვა-აკინძვა, დიზაინის შემუშავება. მასწავლებლებს საშუალება მიეცათ შეემუშავებინათ უფრო მრავალფეროვანი დიზაინი საგაკვეთილო მასალებისათვის.
მთავარი ცვლილება იყო ის,რომ სოფლის მაცხოვრებლებს გაუჩნდათ შეგრძნება,რომ ისინიც არიან საქართველოს ნაწილი და მათი პროგრესით დაინტერესებულნი არიან მათგან შორს მყოფი ადამიანები. განსაკუთრებით ეფექტიანი იყო "ორბელიანი საქართველოს" წარმომადგენლების ვიზიტი სოფელში,რადგან სოფლის მაცხოვრებლებს საშუალება მიეცათ გაეცნოთ ის ადამიანები,რომლებიც დაეხმარნენ იდეის განხორციელებაში.
უფრო ვრცლად იხილეთ აქ

ტრენინგი სტერეოტიპების წინააღმდეგ

2017 წლის 13 მაისს სოფელ გავაზში მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების ინსიტიტუტის ინიციატივითა და ორგანიზებით სალომე გოჩოლეიშვილთან ერთად ჩავატარე ტრენინგი სტერეოტიპების წინააღმდეგ ავარელი და ქართველი ახალგაზრდების ინტეგრაციის მიზნით.

Tuesday, June 18, 2019

ლექცია ევროინტეგრაციის შესახებ

გასაფერადებელი ანბანი

წყლის სამყარო

სიმღერა რებუსებით 2

სიმღერა რებუსებით

ჩემ შესახებ

გამარჯობა.

კეთილი იყოს შენი მობრძანება მელაკუდა მასწავლებლის სამყაროში.

მე ლაურა გოტიაშვილი ვარ. მეგობრებისთვის - მარიტა. <3

ვმუშაობ პატარა აზერბაიჯანულენოვან  სოფელ ქვემო არქევანის საჯარო სკოლაში ქართული ენის მასწავლებლად.
ძალიან მიყვარს ბავშვები და ყოველთვის ვცდილობ, სწავლის პროცესი უფრო მხიარული და საინტერესო გავხადო.
ვატარებ ტრენინგებს სამოქალაქო აქტივიზმის შესახებ, სტერეოტიპების წინააღმდეგ და ა.შ.

გარდა ამისა, ვარ ცნობისმოყვარე და ხანდახან უცნაური მოსწავლე. ვთვლი, რომ უწყვეტი განათლება ჩემი ჰაერია.

მიყვარს ფოტოგრაფია, ფსიქოლოგია, ანიმეები და რაფაელო.

მყავს დედა, ძმა, ნათესავები, მეგობრები და მეტიჩარა კატა.

Monday, March 4, 2019

პროექტი: ერთიანობა მრავალფეროვნებაშია

სოფელი ქვემო არქევანი განცალკევებით და მინიციპალიტეტისგან შორს მდებარეობს. დასახლებულია აზერბაიჯანულენოვანი მაცხოვრებლებით და სახელმწიფო ენის ცოდნის დონეც საკმაოდ დაბალია. ევროკავშირის შესახებ პროექტის წამოწყების აუცილებლობა გამოჩნდა ერთ-ერთი შიდა სასკოლო ტესტირების შემდეგ, რომლის შედეგადაც აღმოჩნდა,რომე ვროკავშორის დროშა სკოლის ვერც ერთმა მოსწავლემ სწორად ვერ ამოიცნო. ამას მოჰყვა უფრო დეტალური ტესტი მოსწავლეთა ცოდნის შესამოწმებლად, თუმცა აღმოჩნდა პროექტში ჩართული ყველა მოსწავლე ფიქრობს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრია და მის შემადგენლობაში 12 ქვეყანაა, არც ვიზალიბერალიზაციის შესახებ გააჩნდათ არანაირი ინფორმაცია. პროექტის სახელწოდების იდეა სწორედ საქართველოს ეთნიკური თუ რელიგიური მრავალფეროვნებიდან მომდინარეობს, მსგავსად ევროკავშირის და მიზნად ისახავს, ევროკავშირის გაცნობას, ცნობიერების ამაღლებას, ევროინტეგრაციის პროცესს და საქართველოს დაახლოებას ევროკავშირთან. პროექტი გრძელდება 4 თვის განმავლობაში და დაიწყო 15 იანვარს.

ინოვაციური მეთოდები სწავლების პროცესში

 ნებისმიერი მასწავლებლისთვის უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს გამუდმებით შეინარჩუნოს მოსწავლის ყურადღება და ინტერესის საგნისადმნი. ამისათვის კი...