Sunday, August 13, 2023

ინოვაციური მეთოდები სწავლების პროცესში

 ნებისმიერი მასწავლებლისთვის უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს გამუდმებით შეინარჩუნოს მოსწავლის ყურადღება და ინტერესის საგნისადმნი. ამისათვის კი საჭიროა სხვადასხვა საინტერესო მეთოდის გამოყენება, კრეატიული სწავლების მეთოდების მაქსიმალურად გამოყენება. მოსწავლეთა იდეების და თავისუფალი აზროვნების წახალისება:

 

🔷აუდიო-ვიზუალური ინსტრუმენტები- საგაკვეთილო პროცესში გამოიყენეთ სხვასხვა აუდიო-ვიზუალური რესურსები. საკითხავ ტექსტების მიუსადაგეთ სხვადასვა სურათები, მოკლე ვიდეოები თუ ფილმები. მაგალითად ანა ფრანკის დღიურის სწავლებისას შეიძლება აჩვენოთ დოკუმენტური ფილმი და ასევე ისტორიასთანაც გაავლოთ კავშირი.გამოიყენეთ ინფოგრაფიკები, ცხრილები და დიაგრამები როგორც აზროვნების გზამკვლევი. ისტორიული თემების შესწავლისას შეიძლება გამოიყენოთ საჯარო ლექციების ვიდეო-ჩანაწერები აღნიშნულ საკითხთან შესაბამისობაში.

🔶real-world learning : ახსნილი მასალა შეუსაბამეთ ცხოვრებისეულ მაგალითებს. ასე უფრო მარტივი იქნება მოსწავლისათვის საკითხის არსის გააზრება და დამახსოვრება. გარდა ამისა, ის დაინახავს საგნის საჭიროებას და არ ექნება აცდენა რეალურ ცხოვრებასა და თეორიულ ცოდნას შორის.

 

🔲 ბრეინშტორმი-ყოველთვის დაუთმეთ დრო ბრეინშტორმს.ეს არის იდეალური გზა კრეატიული აზროვნების გასავითარებლად.როდესაც ერთი საკითხის განსახილველად თქვენ გაქვთ უამრავი მოსწავლის გონება, რა თქმა უნდა მათ გააჩნიათ სხვადასხვა გზა ამ საკითხის გადასაჭრელად და დისკუსიაც წარიმართება.ასეთი სესიები სასარგებლოა საკლასო წესების შესამუშავებლად ან კარგსა და ცუდს შორის არჩევანის გასაკეთებლად. შეიძლება გამოიყენოთ ბრეინშოტრმის მეთოდი წყვილებშიც.

🔷 ჩაატარეთ გაკვეთილები საკლასო ოთახის გარეთ:არსებობს საგნები რომლის რამდენიმე გაკვეთილის ჩატარებაც სასურველია საკლასო ოთახის გარეთ: ამისათვის აუცილებელია გადაწყვიტოთ სივრცე სადაც ჩაატარებთ გაკვეთილს და შეარჩიოთ ადეკვატური თემატიკა.გაითვალისწინეთ, რომ ამ სივრცეში მარტივად უნდა აკონტროლეთ მოსწავეთა უსაფრთხოება

 🔶 როლური თამაშები: სწავლება როლური თამაშების დახმარებით არის იდეალური საშალება მოსწავლეები გამოიყვანოთ კომფორტის ზონებიდან და განუვითაროთ ინტერპერსონალური უნარ-ჩვევები. ეს მეთოდი განსაკუთრებით დაგეხმარებათ ბულინგის შესაჩერებლად და ემპათიის გასავითარებლად.

სწავლების სტრატეგიები კრეატიული მასწავლებლებისათვის

შეიძლება კრეატიული კლასის მასწავლებლობა არ მოგემადლოთ მარტივად, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ თავად შექმნათ კრეატიული და მრავალფეროვანი გარემო თქვენი საკუთარი მოსწავლეებისათვის. თითოეულ თქვენგანს აქვს კრეატივის საჭირო დონე. იყო მასწავლებელი უკვე ნიშნავს რომ შემოქმედებითი და კარგი წარმოასახვის უნარის მქონე პიროვნება ბრძანდებით. ამისათვის თქვენ გჭირდებათ ყოველთვის იფიქროთ წარსულისგან გასხვავებულად, უფრო აქტიურად იმუშაოთ თქვენს კოლეგებთან ერთად და საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვაში შეიძლება თქვენი მოსწავლეებისა თუ სტუდენტების ხრიკებიც კი გამოიყენოთ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია აუცილებლად უნდა იცოდეთ თქვენი აუდიტორიის ხასიათი და თვისებები: რა მოსწონთ,რა ახალისებთ,რა არის მათთვის პოპულარული და ა.შ. ამის შემდეგ არ უნდა გაგიჭირდეთ რისკიანი ნაბიჯების გადადგმა კრეატიული გაკვეთილის დასაგეგმად. (რა თქმა უნდა, არ იგულისხმება, სიცოცხლისათვის რისკის შემცველი ნაბიჯები). თქვენი თვალსაწიერი უნდა იყოს მაქსიმალურად ფართო, უნდა იფიქროთ ახალ ინოვაციურ იდეებზე, ან ძველი იდეების ახლებურ/განსხვავებულ ვერსიებზე. ჩვენ შემოგთავაზებთ სწავლების სტრატეგიებს,რომლებიც დაგეხმარებათ კრეატიული საკლასო სივრცის შექმნაში:

1️⃣ ერთი თემის სწავლებისას გამოიყენეთ სხვადასხვა სასწავლო მეთოდი: კრეატიული მასწავლებლები საკუთარ მოსწავლეებთან ყოველთვის იყენებენ ახსნისა თუ სწავლების მრავალგვარ მეთოდს, რადგან ასე უფრო ადვილია დააკმაყოფილოთ მოსწავლეთა ინდივიდუალური თავისებურებები. აქ განსაკუთრების საჭიროა ჰოვარდ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორია. ეს თეორია კარგად გვაჩვენებს თუ როგორც შეიძლება ავხსნათ ერთი საკითხი სხვადასხვა გზებით. მაგალითად, ქართულ ენაში ‘წარსული დროის’ ასახსნელად შეიძლება გამოიყენოთ როგორც ვიზუალური,კინესთეტიკური თუ ლინგვისტური მეთოდები. ხანდახან მასწავლებლები მოსწავლეებს აძლევენ არჩევანის საშუალებას და გადაწყვეტილებას  მოსწავლეებისათვის სასურველ მეთოდზე აჩერებენ.

2️⃣ აუცილებლად უნდა გაგაჩნდეთ სწავლების პროცესისადმი სიყვარული და თავადაც უწყვეტი განათლების მიმდევარი იყოთ: თქვენ ყოველთვის უნდა ეცნობოდეთ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეებს და აქტიურად მუშაობდეთ საკუთარ უნარ-ჩვევებზე.ეს ყველაფერი გაამარტივებს თქვენს შრომას და მოსწავლეებსაც დაეხმარება ახალი ცოდნის ათვისებაში.

3️⃣ იყავით კრეატიულები სხვა სფეროებშიც: კრეატიული მასწავლებლები კრეატიულები არიან როგორც საკლასო ოთახში, ასევე საკლასო ოთახის გარეთ.მათ გააჩნიათ უამრავი ჰობი და ინტერესი. მაგალითად: მასწავლებელი რომელიც კარგი კულინარია, იდეალურად შეიძლება გამოიყენოს კულინარიული გამოცდილება ჯანსაღი კვების მნიშვნელობის ასახსნელად. მასწავლებელი რომელიც კარგად ხატავს შეუძლია სურათ-ხატების საშუალებით იდეალურად შეასწავლოს ახალი სიტყვები საკუთარ მოსწავლეებს. ხშირად მასწავლებლები დროის უქონლობას უჩივიან საკუთარი შვილების საჭიროებების გამო,მაგრამ თქვენ იდეალურად შეგიძლიათ თქვენს შვილებთან მიღებული გამოცდილება მოსწავლეებთანაც გამოიყენოთ. და ბავშვთა გასართობ ცენტრში სათამაშო მანქანის სვლის სისწრაფე მათემატიკის ამოცანების უკეთ ასახსნელად გამოიყენოთ.

4️⃣ არ დაკარგოთ კავშირი მოსაწვლის რეალურ ცხოვრებასთან: აუცილებლად დაუკავშირეთ მოსწავლეთა თეორიული ცოდნა პრაქტიკულ,რეალურ მაგალითებს.მოსწავლე ყოველთვის უნდა ხედავდეს თუ რა კავშირშია შესწავლილი მასალა მის რეალურ ცხოვრებასთან. მაგალითად, პითაგორას თეორემის სწავლების შემდეგ მოსწავლემ მისი საკუთარი ოთახის კუთხის გაზომვა უნდა შეძლო ამ თეორიის გამოყენებით.

5️⃣ ისინი ითვალისწინებენ სტანდარტებს და ცდილობენ კრეატიული გზების პოვნას ამ სტანდარტების დასაკამაყოფილებლად: თქვენ ყოველთვის პოზიტიური და კარგი გამოსავალი უნდა მოძებნოთ ნებისმიერი სიტუაციიდან. თქვენთვის სტანდარტი არის გიდი, რომელიც გეხმარებათ შექმნათ ახალ-ახალი გზები მოსწავლეებისთვის სწავლის პროცესის გასამარტივებლად. არასოდეს არ უნდა დაგსტრესოთ სტანდარტმა და კურიკულუმმა. პირიქით, ეს არის ერთგვარი გზამკვლევი,რომელიც სწავლების პროცესს ერთ მთლიან სახეს აძლევს.

ინოვაციური მეთოდები სწავლების პროცესში

 ნებისმიერი მასწავლებლისთვის უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს გამუდმებით შეინარჩუნოს მოსწავლის ყურადღება და ინტერესის საგნისადმნი. ამისათვის კი...